კიმბერლი ლოუ – ინტერვიუ მქონდა ქართველ ჟურნალისტთან, ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი, არსად მითქვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვმუშაობ

Published:

ინტერვიუ მქონდა ჟურნალისტთან საქართველოში… ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი… არსად მითქვამს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ვმუშაობ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ამერიკელი კიმბერლი ლოუ, რომელთანაც ინტერვიუ პირველმა არხმა ჩაწერა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კიმბერლი ტრამპის ადმინისტრაციის ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლად განიხილება.

“3 დეკემბერს, მე, კიმბერლი ლოუს, ინტერვიუ მქონდა ჟურნალისტთან საქართველოში. ამ ვიდეოს ნაწილი გავრცელდა საქართველოს, ევროპის, რუსეთის, თურქეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტეს ნაწილზე. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ამერიკა შენ გვერდით დგას, საქართველო და ჩვენი ლოცვა შენთანაა ამ მძიმე დროს.

ინტერვიუს ზოგიერთი მონაკვეთი არაზუსტად იყო ნათარგმნი. მე ავტვირთავ სრულ ვიდეოს ინგლისურად, რომ ყველამ ნახოს. კიმბერლი ლოუს გზავნილი ქართველი ხალხისადმი იყო მშვიდობისა და პოზიტივის. 

ინტერვიუს არცერთ მომენტში კიმბერლი ლოუს არ უთქვამს, რომ ამჟამად მუშაობდა ტრამპის ადმინისტრაციაში”, – წერია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img