პაატა ციკოლია თეატრალური უნივერსიტეტის რექტორს – როგორ შეიძლება ბალერინა ნათია ბუნტური პოლიციელზე მოძალადე იყოს? 

Published:

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შალუტაშვილის უნივერსიტეტის ყოფილ და მოქმედ სტუდენტებთან შეხვედრას მის მიმართ კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა. ამის მიზეზი მის მიერ გაკეთებული შეფასებები გახდა.

მსახიობებმა და რეჟისორებმა შალუტაშვილისგან მოითხოვეს, უნივერსიტეტმა, როგორც ინსტიტუციამ გამოხატოს მკაფიო პოზიცია საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და დაპატიმრებებზე, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლების დაკავებაზე.

შალუტაშვილმა უნივერსიტეტთან შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, რომ როგორც კი მისთვის ყველაფერი “აბსოლუტად ნათელი გახდება, ყველა ზომას მიმართავს, რაც შედეგს მოიტანს – იქნება ეს თავდებობა, შეწყალება თუ სხვა“. რექტორმა აქვე დასძინა, “თუ როგორ შეიძლება წაქცეული ადამიანის ცემას გამართლება მოუძებნოს“.

გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა ისიც, რომ “მისთვის მიუღებელია ყველანაირი ძალადობა“. მის ამ რეპლიკას კრიტიკა მოჰყვა.

“ძალადობა აქეთა მხარეს არ არის! როგორ შეიძლება ნათია ბუნტური მოძალადე იყოს?! – როგორ შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ ბალერინა ნათია ბუნტური პოლიციელზე ძალადობს?!

გაქვთ ნანახი ვიდეო, რის საფუძველზეც მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს?!“, – მიმართა რექტორს რეჟისორმა პაატა ციკოლიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img