საპროტესტო აქციის გაშუქებისას, ცისფერ გალერეასთან პუბლიკის ჟურნალისტს, მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ.
გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელი ქართული ოცნების ტიტუშკაა, რომელიც ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელს ეცვა შავები და ჰქონდა დაფარული სახე.
პოლიციას მოძალადე არ დაუკავებია.