სასამართლომ ნიკა გვარამიას 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

Published:

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას 12-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

ნიკა გვარამია პარტია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გვარამია იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის “დროს” ოფისში შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩხრეკაზე დასწრებაზე ითხოვდა და შენობაში შესვლას ცდილობდა. 

ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img