სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობა და მუქარა ამაზრზენია – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში ადამიანის უფლებათა სახლში განაცხადა.
“ევროკავშირი გვერდსი უდგას საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველებს. სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობა და მუქარა არის ამაზრზენი და შეუსაბამო დემოკრატიულ ღირებულებებთან. ასეთი ქმედებების დაუსჯელობა და მათ მიმართ შემწყნარებლობა არ შეიძლება”, – აცხადებს ჰერჩინსკი.
“🇪🇺stands by human rights defenders in🇬🇪. Violence & threats to civil society, activists, journalists & politicians are deplorable & incompatible with democratic values. There should be no tolerance & impunity for such acts”– Ambassador Herczynski at Human Rights House in Tbilisi pic.twitter.com/kJG7JSHveW
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) December 9, 2024