მოქალაქეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციას მართავენ – პროტესტის მონაწილეებმა მიიტანეს ფიტული, როგორც აქციებზე დაშავებული ადამიანების სიმბოლო

Published:

მოქალაქეები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან აქციას მართავენ, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.

აქციაზე სახელწოდებით: „დასაჯე მოძალადეები“, პროტესტის მონაწილეებს თან მიტანილი აქვთ ბანერები, წარწერით: „პოლიცია კანონს მიღმა“, „წამება დანაშაულია“, „აღკვეთეთ ძალოვნების აგრესია“, „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „სამართალდამრღვევები“, „ძალადობით სავსე ქალაქი“.

ამავე ბანერებზე გამოსახულია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაშავებულებისა და ნაცემი მოქალაქეების ფოტოები.

პროტესტის მონაწილეებმა თან მიიტანეს ფიტული, როგორც აქციებზე დაშავებული ადამიანების სიმბოლო.

„ეს უწყება, რომელიც პირველ რიგში, ამ დანაშაულების გამომძიებელი უნდა იყოს, ამ დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეა. დანაშაული არა მარტო მოქმედებაა, არამედ უმოქმედობაცაა. ეს ორივე რამ თანაბარი დანაშაულია. ამ უწყების ხელმძღვანელის იმედი არ მაქვს, რომ რამეს გააკეთებს. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლებელია, არ აწუხებდეთ რომ ამ დანაშაულის სისტემის ნაწილად აქცია ამ რეჟიმმა. ამიტომ, გონს მოეგეთ, მეგობრებო. დრონი მეფობენ და ყველას მოგეკითხებათ, ვინ სად იყავით და რას აკეთებდით.

დადგება დრო, როდესაც პასუხს აგებს არა მხოლოდ ის, ვინც მხილებული იქნება ამ დანაშაულებრივ სქემაში, არამედ ის ადამიანები, ყველა ის უწყება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების დაცვა ევალებოდათ და ამის მიუხედავად, ახალისებდა დანაშაულებრივ რეჟიმს“,- განაცხადა უფლებადამცველმა, ტატო ქელბაქიანმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img