გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა ევროკავშირის ლიდერებს თბილისში ჩასვლისკენ მოუწოდა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ძვირფასო ურსულა ფონ დერ ლაიენ, კაია კალას, მართა კოს, ანტონიო კოშტა, იქნებ რომელიმე თქვენგანი საბოლოოდ, ავიდეს თვითმფრინავში და ჩაფრინდეს თბილისში? ხალხი იქ დემონსტრაციებს მეტი დასვენების დღისთვის ან უფრო მაღალი პენსიისთვის არ აწყობს, არამედ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის. უკვე დაგავიწყდათ?“- წერს როთი სოციალურ ქსელში.
How about if one of you finally gets on a plane and flies to Tbilisi, dear @vonderleyen, @kajakallas, @MartaKosEU, Antonio Costa @EUCouncil?
— Michael Roth – official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) December 10, 2024
The people there are not demonstrating for more days off or higher pensions but for our European values. Have you already forgotten?
🇬🇪🇪🇺