პენტაგონი – ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები კურსკში საბრძოლო მზადყოფნაში რჩებიან

Published:

ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის კურსკის რეგიონში რჩებიან და მზად არიან საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.

„კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის ჯარები ჯერ კიდევ კურსკის ოლქში იმყოფებიან“, – განაცხადა სინგმა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ამერიკულ მხარეს არ უნახავს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უშუალოდ საომარ მოქმედებებში ჩართულობა.

„ვიცით, რომ ისინი მზად არიან საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად და ვაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეულმა ჯარებმა, რომლებიც კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს იბრძვიან, უკვე დანაკარგები განიცადეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img