FBI-ის დირექტორი დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ განაცხადა.
„ბიუროს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაციის მუშაობის დასრულებამდე ვიმსახურო, შემდეგ კი თანამდებობა დავტოვო“, – განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ.
FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე კრისტოფერ ვრეი 2017 წელს დონალდ ტრამპმა დანიშნა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კრისტოფერ ვრეის გადაწყვეტილებას „ამერიკისთვის დიდი დღე“ უწოდა და აღნიშნა, რომ „არ იცის, რა დაემართა მას“.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა FBI-ის დირექტორის თანამდებობაზე კაშ პატელი წარადგინა, რომლის კანდიდატურაც აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.