დღეს, 13 დეკემბერს, უწყვეტი პროტესტის მე-16-ე დღეს, დედაქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია დაგეგმილი. სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის წარმომადგენლები, აქცია-მსვლელობებს აანონსებენ.
ჩამონათვალი ასეთია:
11 საათი – რესპუბლიკის მოედანი – IT/TECH კომუნის მარში
12 საათი – სტარტაპერების შეკრება GITA-სთან
13 საათი – რესპუბლიკის მოედანი – ფინანსური სფეროს წარმომადგენლების მარში;
13 საათი – რესპუბლიკის მოედანი – HR პროფესიონალები და ტრენერები;
13 საათი – განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი – სტუდენტების აქცია;
14 საათი – არქივის შენობა – გაფიცული ხელოვანების მსვლელობა EU-ს ქვეყნების საელჩოებისკენ;
14 საათი – ვაკის პარკი – დიზაინერები საქართველოსთვის;
14 საათი – მუსიკის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი;
14 საათი – თბილისის მერია – “კოალიცია ცვლილებისთვის” საპროტესტო აქცია;
14:30 საათი – ვაკის პარკი – PR სპეციალისტები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები;
17 საათი – უზენაესი სასამართლო – ადვოკატების, იურისტების, იურიდიული ფირმების ასოციაციების პროტესტი;
17 საათი – ეკონომიკის სამინისტრო – ღვინის კომუნის პროტესტი;
17 საათი – თსსუ-ს ეზო – სამედიცინო საზოგადოება [ექიმები, სტუდენტები, ლექტორები]
18 საათი – მარჯანიშვილის მეტრო – ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ;
19 საათი – მარჯანიშვილის მოედანი – ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლების მსვლელობა პარლამენტისკენ;
20 საათი – რესპუბლიკის მოედანი -ფსიქოლოგების მარში;
19 საათზე, აქცია პარლამენტთან