ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ავთანდილ ტიტვინიძე, რომელმაც დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მოათავსეს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

Published:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ავთანდილ ტიტვინიძე, რომელმაც დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მოათავსეს, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ტიტვინიძის განმარტებით, ის პოლიციელის მითითებას დაემორჩილა და სპეცრაზმელები მას დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, მას აქვს ძვლები ჩამტვრეული და ტვინის შერყევა.

ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img