თბილისის მერიასთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები. მათ მარშით შემოუერთდნენ სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები.
ადგილზე მოტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერები: “ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს!”, “თავისუფლება რუსული რეჟიმის ტყვეებს!”
მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშებიც.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მათი მოთხოვნები უცვლელია.
ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ “დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
მანიფესტანტები ასევე მოუწოდებენ თბილისის მერიაში დასაქმებულებს გამოვიდნენ და მათ შეუერთდნენ.