ძვირფასო ე.წ. არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს ეს სიტყვები თმოსკოვში დაწერეს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ქართულ ოცნებას“

Published:

ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ძვირფასო ე.წ. არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს, თქვენ თვითონაც კი არ დაგიწერიათ ეს სიტყვები, ეს სიტყვები თქვენთვის მოსკოვში დაწერეს. ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ“, – წერს ლანდსბერგისი.

ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, ხოლო ესტონეთმა – 14-ს.

ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ესტონეთი და ლიეტუვა უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ”.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img