Საია – ელისაშვილის მსგავსად აქციებზე სხვა დაკავებულებზეც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს

Published:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მსგავსად აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პროკურატურამ გამოყენებულ პატიმრობებს უნდა გადახედოს.

როგორც საიას განცხადებაშია აღნიშნული, „გაუგებარია რატომ მიიღო პროკურატურამ ალეკო ელისაშვილის საქმეზე 10 დღის წინ მოთხოვნილი პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილება”.

თუმცა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ აქციებზე დაკავებული სხვა პირების შემთხვევაშიც პატიმრობის დაუსაბუთებად გამოყენების ფაქტები იკვეთება, მნიშვნელოვანი იქნება, პროკურატურამ სხვა პირებთან მიმართებითაც მსგავი მიზანშეწონილი გადაწყვეტილება მიიღოს.

„სასამართლომ ალეკო ელისაშვილს 6 დეკემბერს შეუფარდა პატიმრობა, ხსენებულ სხდომაზე ბრალდების მხარე აბსტრაქტულად უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე და მათ გასანეიტრალებლად ითხოვდა პატიმრობის გამოყენებას. საია მიიჩნევდა, რომ პირველი წარდგენის სხდომაზეც არ ყოფილა, პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული, პროკურატურის გადაწყვეტილება კი კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს აღნიშნულს.

საყურადღებოა, რომ საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშებში სისტემატიურად მოუწოდებს პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის შეცვლის ინიციატორი თვითონვე იყოს, თუმცა აღნიშნულს პროკურატურა როგორც წესი არ აკეთებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img