ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერი ჰაიერი სოციალურ ქსელში წერს.
„პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა გზა არ არსებობს“, – წერს ვალერი ჰაიერი.
President @Zourabichvili_S gave Europe a staggering tale of what is happening in Georgia.
— Valérie Hayer (@ValerieHayer) December 18, 2024
It should make the blood of every European run cold. And it is not only about Georgia.
It is also about Europe.
Georgians need new, free and fair elections. There is no other way around. pic.twitter.com/Rv6nx7GCeu