საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსეტი ჩამოვიდა.
როგორც ბერსეტი წერს, დღეს პირველი შეხვედრა მან სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა.
“პირველ რიგში, დღეს დილით, შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი აზრების გაცვლას ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები მექნება ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან”, – წერს ბერსეტი X-ზე.
First thing this morning, met civil society, then @PM_Kobakhidze and @shpapuashvili. Now looking forward to exchanges with @Ombudsman_Geo, Bidzina Ivanichvili & reps of the international community. Tomorrow all day meetings with the opposition and civil society. pic.twitter.com/FY9Lp1pTfB
— Alain Berset (@alain_berset) December 18, 2024