„ტიკ ტოკის“ მიერ ციფრული სერვისების შესახებ კანონის შესაძლო დარღვევაზე ევროკომისიამ პლატფორმის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ეს სავარაუდოდ დაკავშირებული რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან. ევროკომისია აგროვებს მტკიცებულებებს, რათა დაადგინოს არღვევდა თუ არა „ტიკ ტოკი“ ევროკავშირის კანონმდებლობას.
ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოულოდნელად გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკოსმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ. მოგვიანებით არჩევნების შედეგები რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. ამის მიზეზად რუსეთის ჩარევა დასახელდა. მედიის ცნობით, რუსეთის ჩარევა „ტიკ ტოკის“ დახმარებით მოხდა და მტკიცებულები სასამართლოს სპეცსამსახურებმა წარუდგინეს.
„ტიკ ტოკი“ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაში დამნაშავედ თუ ცნეს, კომპანიას გლობალური შემოსავლის 6%-ის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ მსგავსი ჩარევის ეჭვი გვაქვს, განსაკუთრებით არჩევნების დროს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები,“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის, ევროკომისია მიიჩნევს, რომ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს სარეკლამო რგოლები „ტიკ ტოკზე“ ბოტებისა და ყალბი ანგარიშების მეშვეობით ვრცელდებოდა.