1-ელ დეკემბერს დაკავებულმა და ნაცემმა გია ჯვარშეიშვილმა მის მიმართ, არაადამიანური მოპყრობის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ისაუბრა:
“დროშა წამართვეს, [კისერზე] მეკეთა და ვიხრჩობოდი, ისე მართმევდნენ, ხლები მქონდა აწეული ნიშნად მშვიდობიანობისა და მომთხოვეს ჩაწევა. არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რომელიც მითხრეს, მაგრამ უკიდურესი შეურაცხყოფა იყო და უკიდურესი ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, რაც იქ მოვისმინე, მორალურიც მათ შორის. პირდაპირ ეთერში ვარ დატყვევებული. აბსოლუტურად ჩანს იქ ყველაფერი, ვდგავარ ჩემთვის, საერთოდ არ ვინძრევი, არც არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია . ხელში რო ამიღეს 10-მდე ადამიანმა, მერე უკვე იყო ფიზიკური ძალადობა, სადამსჯელო კორიდორი და დაკავების მანქანაში ცემის მძიმე ფაქტები” განაცხადა სასამართლო პროცესზე ჯვარშეიშვილმა, რომელიც შშმ პირებისუფლებების დამცველს
მას ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აღენიშნება ტვინის შერყევა, ასევე აქვს ფეხი ნაღრძობი – ჯვარშეიშვილის თქმით, მას ათობით სეპცრაზმელი წიხლებით უსწორდებოდა. საბოლოოდ, იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა შშმ ადამიანების უფლებების დამცველს მიღებული, რომ ის დროებითი მოტავსების იზოლატორშიც კი ევრ გადაიყვანეს და ხელწერილით ადგილიდანვე გაათავისუფლეს საპატრულოს თანამშრომლებმა.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გია ჯვარშეიშვილი, სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 2200 ლარით დააჯარიმა.