ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა. განახლებული სატრანსფერო ღირებულება გერმანულმა Transfermarket-მა გუშინ განაახლა.
კვარაცხელია იტალიის სერია ა-ში, არგენტინელი ლაუტარო მარტინესის შემდეგ, მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. არგენტინის ნაკრებისა და “ინტერის” თავდამსხმელი 100 მილიონი ევრო ღირს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა “ემპოლის” ახალგაზრდა ქართველი მცველის საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება.