გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს 2024 წლის საუკეთესო მეკარეთა შორის მესამეა. სტატისტიკა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა.
IFFHS-ს ვერსიით, წლის საუკეთესო მეკარე არგენტინის ნაკრების და ინგლისური “ასტონ ვილას” მეკარე ემილიანო “დიბუ” მარტინესი გახდა. მეორე პოზიციას ესპანეთის ნაკრების და “ატლეტიკ ბილბაოს” კარის დარაჯი უნაი სიმონი იკავებს.
2024 წლის საუკეთესო მეკარეთა TOP 10 ასე გამოიყურება
- ემილიანო მარტინესი
- უნაი სიმონი
- გიორგი მამარდაშვილი
- მაიკ მენიო
- ტიბო კურტუა
- იან სომერი
- ანდრეი ლუნინი
- ჯანლუიჯი დონარუმა
- დავიდ რაია
- გრეგორი კობელი