დაბა ბაკურიანში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

Published:

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თრანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ადგილობრივმა მკვიდრმა   6  კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.   სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული ოქმი.  მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე  გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

„ნებისმიერი სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას  სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე ახორციელებენ.  გამოვლენილი რიგი კანონდარღვევების მონიტორინგს ტყეში განთავსებული ფოტოხაფანგებით და დრონების  საშუალებითაც ვახორციელებთ,  რაც უკანონო სარგებლობის დროულად  გამოვლენას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img