გიორგი ვაშაძე – პერსონალურად მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – თქვენი დრო იწურება! – ჯერ კიდევ გაქვთ დრო ქვეყნიდან წახვიდეთ

Published:

მინდა პერსონალურად მივმართო, ბიძინა ივანიშვილს – თქვენი დრო იწურება და ახლა რასაც აკეთებთ, ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გასვაროთ დანაშაულში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს თქვენთან ერთად საერთაშორისო პასუხისმგებლობა დაეკისროს – ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მოეგოთ გონს და ამ ქვეყნიდან წახვიდეთ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და მის „გარემოცვას ჰააგის ტრიბუნალზე პასუხისმგებლობით წარდგომა მოუწევთ“.

„სამი მთავარი გზავნილი, რომელიც მინდა დღეს ვთქვა. პირველი – პროტესტი, პროტესტი და პროტესტი. ჩვენს ერთიანობას და ამხელ უწყვეტ პროტესტს, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროსაც კი არ ყოფილა ამდენი ხნით, აქვს კონკრეტული შედეგები და გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ბრძოლაში. მინდა მივმართო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩათვლით, რაც შეიძლება სწრაფად გაემიჯნეთ რეჟიმს, რომელიც ფაქტობრივად, ცდილობს, რომ თქვენ მოგაქციოთ ამ დანაშაულებრივ სქემაში.

მესამე, მინდა პერსონალურად მივმართო, ბიძინა ივანიშვილს, თქვენი დრო იწურება და ახლა რასაც თქვენ აკეთებთ, ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გასვაროთ დანაშაულში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს თქვენ გარშემო, თქვენთან ერთად დაეკისროს საერთაშორისო პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მოეგოთ გონს და ამ ქვეყნიდან წახვიდეთ, შეეშვათ საქართველოს და ქართველ ხალხს დაუთმოთ ეს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერწმუნეთ, სანქციები არაფერია თქვენთან მიმართებით. თქვენ პერსონალურად და თქვენს გარემოცვას, აუცილებლად მოგიწევთ ჰააგის ტრიბუნალზე პასუხისმგებლობით წარდგენა. იმიტომ, რომ დანაშაული, რომელსაც თქვენ ჩადიხართ, საერთაშორისო დანაშაულია, რაც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img