XI მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად დაიხურა. სესიის დახურვა ბიუროს სხდომის ფორმატში მოხდა. პარლამენტის წევრები საგაზაფხულო სესიის გახსნამდე შეკრებას და რიგგარეშე სხდომების გამართავს არ აპირებენ.
ახალმა პარლამენტმა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა. გარდა ამისა, გაამკაცრა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, დააწესა ახალი ადმინისტრაციული ჯარიმები, არსებული ჯარიმების ოდენობები კი გაზრდა. ასევე ცვლილებები განახორციელა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში, რომლის საფუძველზეც საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.
ყველა ეს საკანონმდებლო ცვლილება დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.