„საფარის“ დირექტორი, ბაია პატარაია Facebook-ზე წერს იმ დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტის სიტყვის გამოსვლის დროს შეიქმნა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა. რამდენიმეწუთიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტმა მიმართვის გაგრძელება რუპორით შეძლო.
„რა აღარ მინახავს, მაგრამ დღეს რაც ვნახე, ყველაფრის მიღმა იყო:
– ჯერ არ იძლეოდნენ ნებართვას სცენის დადგმაზე ორი საათი და მაშინ ჩავედი
– პოლიციამ მითხრა სავალ გზას ვერ გადაგაკეტვინებთ სცენის გამოო. მეთქი მოვიყვან ახლა იმდენ ხალხს, ავტობუსის ზოლს კი არა მთელ რუსთაველს გადაგიკეტავ თქო. და ნუ, მაშინ კაიო და დავრეკეთ, მოაყენეთ მანქანა თქო.
– მალე მძღოლი გაქრა, სანამ ქუჩა-ქუჩა ვეძებდით გავიდა ნახ. საათზე მეტი და თურმე პოლიციამ გააჩერა, ნახა მანქანაში რომ სცენა და აპარატურა იყო, წაართვა ტელეფონი და გადაიყვანა საჯარიმოზე და მხოლოდ მერეღა დაუბრუნა ტელეფონი.
– ამასობაში მეორე მანქანა დაიძრა, ამჯერად მას მოჰყვებოდა ჩვენი ხალხი. კოლმეურნეობაზე ისიც გააჩერეს და წავიდა იქ დიდი ჩხუბი.
– ეს მანქანა მხოლოდ „მერიოტამდე“ მოუშვეს და ხელით მოგვიწია მთელი აპარატურის და სცენის შეტანა პირველ სკოლამდე.
– მალე ვიგებთ, რომ პირდაპირი ეთერის მანქანას არ უშვებენ. გავვარდით ბესიკის ქუჩაზე. იქაც ჩხუბი. შემოუშვეს.
– ახლა გენერატორის მანქანას აქვს პრობლემა, ძლივს მოვიდა.
– მერე სატელიტს გაუჩნდა პრობლემა და ამიტომ ვერ იწყებდა სალომე სიტყვით გამოსვლას
– ბოლოს სალომე რომ სიტყვით გამოდიოდა, დენი გაწყდა. გამოგლეჯილი ვნახეთ კაბელები გენერატორიდან. მიზანმიმართულად არა გამოერთებული, არამედ გამოგლეჯილი.
– ბოლოს რაღაც რუპორით გავაგრძელეთ და სრულყოფილად ვეღარ ისაუბრა პრეზიდენტმა…
საბოლოოდ, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს ახალი არჩევნების თარიღი. მოსალაპარაკებლად ყველას იწვევს პრეზიდენტის სასახლეში. ოფიციალური პოლიტიკური შეთავაზება გაკეთებულია. თუ ივანიშვილს მშვიდობიანად სურს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, ეს შესაძლებლობა სალომემ მისცა მას. მეგობარი ქვეყნები დააკვირდებიან ბიძინას საპასუხო ქმედებას.
ვერ გაგვაჩუმებენ და ვერ გაგვაჩერებენ!“, – წერს ბაია პატარაია.