აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, როგორც კი 20 იანვარს მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას დაიწყებს, – ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
„ოვალურ კაბინეტში დაბრუნების პირველ დღეს, ხელს მოვაწერ აღმასრულებელი ბრძანებების ისტორიულ ფურცელს, რომ დავკეტოთ ჩვენი საზღვრები არალეგალი უცხოელებისთვის და შევაჩეროთ შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. იმავე დღეს, დავიწყებთ ყველაზე დიდ დეპორტაციის ოპერაციას ამერიკის ისტორიაში, უფრო მასშტაბურს, ვიდრე პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერის იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის განმავლობაში პირობას დებდა, რომ ჩაატარებდა მასობრივ დეპორტაციის კამპანიას აშშ-ში მცხოვრები არალეგალი ემიგრანტების წინააღმდეგ.