დემონსტრანტების წამების ფაქტები საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტებმაც დაადასტურეს – რა აჩვენა 11 მსხვერპლის შემოწმებამ?

Published:

დემონსტრანტების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან წამების ფაქტები საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტებმაც დაადასტურეს. დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, სამოქალაქო ორგანიზაციებმა ოთხი საერთაშორისო და სამი ადგილობრივი ორგანიზაციის წინასწარ დასკვნაზე ისაუბრეს. მათი თქმით, გაანალიზებულია როგორც ღია წყაროებში მოპოვებული მტკიცებულებები, ასევე ჩატარდა ინტერვიუები მსხვერპლებთან და მოწმეებთან.

საერთაშორისო ექსპერტებმა 11 მსხვერპლს ჩაუტარეს დამოუკიდებელი სამედიცინო შემოწმება და ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას.

“მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები, რომლებმაც 11 ადამიანი გასინჯეს. თითო გასინჯვა მიდიოდა სადღაც 1 საათი, მაშინ როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იგივე ადამიანებს 5-10 წუთში უშვებდნენ. სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს ტრავმების შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები” განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მათივე თქმით, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ანგარიშში ხაზგასმით წერენ, რომ მათ 2020 წელს ბელარუსშიც შეაფასეს დემონსტრანტებზე თავდასხმები საპოლიციო ძალების მხრიდან და ამბობენ, რომ საქართველოში გამოყენებული ძალა დემონსტრანტების მიმართ შემაშფოთებლად მაღალია , რაც მიუთითებს “ფართოდ გავრცელებულ, მიზანმიმართულ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია ფიზიკური ძალის კონცენტრაციით თავის არეში ზიანის მიყენება”. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img