მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო

Published:

მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.

მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა.

ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მაია სანდუმ განაცხადა, რომ ბოლო წლებში არსებული კრიზისებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად მოლდოვამ მშვიდობის შენარჩუნება და დემოკრატიის დაცვა შეძლო.

„პირველი მანდატის დროს თავდადებით ვიმუშავე და ამას კიდევ უფრო მეტი სულისკვეთებითა და ენერგიით გავაგრძელებ. ოთხი წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ერთად ის შევძელით, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა. არ დაგავიწყდეთ რას ნიშნავს ჩვენი მოლდოვა – მემკვიდრეობას, ოპტიმიზმს, ბრძოლას, განვითარებას, ორგანიზაციას, ნებისყოფასა და ამბიციას“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ცნობისთვის, მაია სანდუმ 3 ნოემბერს გამართულ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img