პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

Published:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს ესაუბრა, ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრსთან ულფ კრისტერსოსთან, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ედგარს რინკევიჩთან.

“პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა”, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img