ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა

Published:

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “მთავარი არხი” დატოვა. ინფორმაციას ჟორჟოლიანი “რადიო თავისუფლებასთან” ადასუტრებს.

მისი თქმით, გეგმავს სხვა ოპოზიციურ არხზე გადასვლას, რისთვისაც მოლაპარაკებებს მართავს როგორც ტელეკომპანია “ფორმულასთან”, ისე ტელეკომპანია “პირველთან”.

“ზუკა [გუმბარიძესაც] შევხვდი და ვატო [წერეთელსაც] და ახლა გადავწყვეტ, რომელ არხს ავირჩევ”, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავარი არხის”დატოვების მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img