რუსეთმა ხარკივზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები

Published:

რუსეთი უკრაინის ქალაქ ხარკივს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც სამი მოქალაქე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია Ukrainska Pravda-მ ხარკივის სამხედრო უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

“რუსულმა არმიამ, სულ მცირე, შვიდჯერ დაარტყა ხარკივს. თავშესაფრებში დარჩით”, – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.

ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img