ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, – ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„საავადმყოფოში სულ 28 ადამიანია გადაყვანილი, მათგან ორი ბავშვია. ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა“, – აცხადებენ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა სახელმწიფო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა, რომელიც ავიაკატასტროფის მიზეზს გამოიძიებს.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ ცნობით, თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა, ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტი შეიცვალა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 37 აზერბაიჯანის, 16 რუსეთის, 6 ყაზახეთის და 3 ყირგიზეთის მოქალაქეა.