1-ელი იანვრიდან თბილისში მანქანების მოძრაობასთან დაკავშირებით ახალი წესი ამოქმედდება – ვის შეეზღუდება მოძრაობა პიკის საათებში

Published:

აზერბაიჯანში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში 26 დეკემბერს სამძიმრის წიგნი გაიხსნება.

„მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა Embraer 190-მა, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა და შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ილჰამ ალიევის შესაბამისი ბრძანებულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 26 დეკემბერს გლოვა გამოცხადდა.

ამ მიზნით, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში მიმდინარე წლის 26 დეკემბერს (13:00-18:00) და 27 დეკემბერს (10:00-13:00 და 15:00-18:00 ) სამძიმრის წიგნი გაიხსნება. ამავე დროს, ვისაც სამძიმრის ონლაინ გამოხატვა სურს, გთხოვთ, გამოიყენოთ – tbilisi@mission.mfa.gov.az.

საშინელი კატასტროფის შედეგად დაღუპულთათვის ვლოცულობთ, ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟს ხუთი წევრი იმყოფებოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img