დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

Published:

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ავტომობილიდან ესროდნენ.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც “რუსთავი 2-ს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img