გოგა კიკაჩეიშვილს ფიფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრის წოდება მიენიჭა

Published:

გოგა კიკაჩეიშვილი ფიფა-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და პირველი კატეგორიის არბიტრის წოდება მიენიჭა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართველი მსაჯი ფიფა-ს პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა, რაც მას უფლებას მისცემს უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩები განსაჯოს.

33 წლის გოგა კიკაჩეიშვილმა 2024 წელს 9 საერთაშორისო მატჩი განსაჯა. ის ევროპის მასშტაბით ხუთი მსაჯიდან ერთ-ერთია, რომელიც პირველ კატეგორიაში დაწინაურდა. 2025 წლიდან აღნიშნულ კატეგორიაში ორი ქართველი არბიტრი იქნება. გიორგი ყრუაშვილი უეფა-ს მსაჯთა პირველ კატეგორიაში 2021 წლის დეკემბრიდან ირიცხება.

ყრუაშვილი პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც უმაღლეს სამსაჯო კლასიფიკაციას მიაღწია. მას უეფა-მ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩისა თუ ტურნირის განსჯა მიანდო – იმუშავა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე (2021), სადაც 2022 წელს ნახევარფინალი იმსაჯა. ასევე განუსჯია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის (2022) პლეი ოფის მატჩი, შეხვედრები ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლსა და ერთა ლიგაზე, ასევე ჩემპიონთა, ევროპისა და კონფერენს ლიგებზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img