ჯო ბაიდენი – “პენტაგონს დავავალე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაზარდოს”

Published:

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაზე რუსეთის მიერ მასირებულ თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პენტაგონს ოფიციალური კიევისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის შესახებ განკარგულება მისცა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე თვეში ამერიკამ უკრაინას ასობით რაკეტა და “უფრო მეტი ტყვია” მიაწოდა.

“შობის პირველ საათებში რუსეთმა უკრაინის მისამართით რაკეტები და დრონები გამოიყენა. ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო ზამთრის პერიოდში უკრაინელი ხალხისთვის სითბოსა და ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობის შეწყვეტა, ასევე შეექმნათ ენერგეტიკული ქსელის უსაფრთხოების საფრთხე”, – თქვა ბაიდენმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, სანამ რუსეთი არ დამარცხდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შობის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევები დაიწყო – ოკუპანტების არმიამ დღის განმავლობაში მიიტანა იერიში რამდენიმე რეგიონზე – აღნიშნულს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img