“ბატონი ყაველაშვილი არის ნამდვილად სამაგალითო პატრიოტი ჩვენი ქვეყნის, მისთვის ძალიან ღირებულია ის ფასეულობები, რომელიც ჩვენ სისხლში გვაქვს გამჯდარი ქართველებს” – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.
მაჭავარიანი ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ეხმაურება, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში 29 დეკემბერს გაიმართება.
“ჩავატარეთ პრეზიდენტის არჩევნები სხვა პრინციპით, რომელიც დამკვიდრებულია საპარლამენტო რესპუბლიკებში და ასეთი ახალი სიმბოლიზმი მივეცით ამ ყველაფერს, რომ შემდეგი ინაუგურაციაც, როდესაც მოუწევს, იქნება ზუსტად ანალოგიური პრინციპით ჩატარებული, ვინაიდან, შეგახსენებთ, რომ მანამდე ცოტა სხვადასხვანაირად ხდებოდა, უფრო არჩეული პრეზიდენტის გემოვნების მიხედვით. ბატონი ყაველაშვილი არის ნამდვილად სამაგალითო პატრიოტი ჩვენი ქვეყნის, მისთვის ძალიან ღირებულია ის ფასეულობები, რომელიც სისხლში გვაქვს გამჯდარი ქართველებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის იდენტობა, სუვერენიტეტის დაცვა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.