რუსეთში აშშ-ის ჰელსინკის კომისია “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადეს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გადაწყვეტილების საფუძვლად ჰელსინკის კომისიის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი მოწოდება სახელდება, რომელშიც კომისია მას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას მოითხოვს.
“[ჰელსინკის კომისიის] საქმიანობა რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო და შიდა პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს”, – ნათქვამია განცხადებაში.