“ნაპოლის” გულშემატკივრებმა ხვიჩა კვარაცხელიას “ვერონას” კარში გატანილი გოლი “ნაპოლის” 2024 წლის საუკეთესოდ დაასახელეს. გამოკითხვაში “კვარამ” ხმების 53 % მიიღო, მეორეზე 43 %-ით მატეო პოლიტანოს მიერ “მონცას” კარში გატანილი გოლი გავიდა.
23 წლის ქართველმა შემტევმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 5 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ასევე, იგი ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო ფეხბურთელად.