წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა –მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იქნება საუკეთესო პრეზიდენტი.
„მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება ორ დღეში. მას ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია აკისრია. წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ვგულისხმობ წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.