ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულება თითქმის 2,5 მილიარდი დოლარია

Published:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომლის ღირებულება თითქმის 2,5 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს სიამაყით ვაცხადებ დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინას უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბაიდენის პაკეტი მოიცავს 1.25 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც აღებულია აშშ-ის მარაგებიდან და 1.22 მილიარდი დოლარის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) პაკეტს. აღნიშნულია, რომ ეს დახმარება უკრაინას მისცემს შესაძლებლობებს, რომელსაც ეფექტურად გამოიყენებს ბრძოლის ველზე, ისევე როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და სხვა კრიტიკული იარაღის სისტემების გრძელვადიან მიწოდებას.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენის ვადის დასრულებამდე, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ომში კიევის პოზიციების გასაძლიერებლად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img