ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
კეთდება ზემო და ქვემო მსხალგორის დამაკავშირებელ გზა, ასევე, თავად სოფელში – შიდა გზები და სანიაღვრე არხები. სავალი გზა წესრიგდება ახალ უბანშიც.
შესაკეთებელი გზების საერთო სიგრძე, ჯამში, თითქმის 2 კილომეტრს აღწევს. გამოყოფილი თანხა კი 1 200 000-ს აჭარბებს.