ახალი წლის ღამეს, თბილისში უცვლელი დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი

Published:

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, დედაქალაქში უცვლელი დარჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი.

 🚇 მეტრო 00:00 საათზე დაასრულებს მუშაობას;

🚐 არ შეიცვლება ავტობუსების სამუშაო განრიგიც.

🔸 როგორც თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არაა, ვინაიდან გალაკონცერტი არაა დაგეგმილი.

🔸 მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. 6 იანვრის 00:00-დან 7 იანვრის 03:00 საათის მონაკვეთში მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

🔸 ცნობილია, რომ მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აპირებენ ახალი წლის შეხვედრას. “ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამე” ნაწილია პროევროპული საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლისა, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img