ბოლნისის საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს, რომელთაგან ორი თბილისში გადაიყვანეს

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდიდან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ბოლნისის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათ ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

ბოლნისის საავადმყოფოსთან ამ დროისთვის დაშავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, წუხელ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img