ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროპული ინფრასტრუქტურა საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ მესამე ქვეყნებიდან გაზი ალტერნატიული მარშრუტებით მიაწოდოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ერთ წელიწადზე მეტია, მუშაობდნენ ევროპული თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, რათა მომზადებულიყვნენ ალტერნატიული სქემებისთვის. იქვე დასძინეს, რომ ევროპის გაზის ინფრასტრუქტურა გაძლიერდა გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის მნიშვნელოვანი სიმძლავრეების წყალობით.
ევროკომისიაში ასევე განაცხადეს, რომ ბოლო წლებში ენერგოეფექტურობის გაზრდისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაფართოების ღონისძიებებმა ასევე გააძლიერეს გაზის მიწოდების საიმედოობა.