ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი გადადო

Published:

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში. 

კაუმას ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.

“დისკუსიებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტის გადადება იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, მოვუსმინოთ ყველას და შევთავაზოთ დახმარება ეუთოს/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში”, – წერს კაუმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა პია კაუმას “უდროო ვიზიტის” გაუქმებისკენ მოუწოდეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img