თბილისში რუსული რესტორნების ქსელი “სიროვანია” შემოდის

Published:

თბილისში რესტორნების რუსული ქსელი სიროვარნაიას ფილიალი იხსნება. რუსულენოვანი ონლაინ მედია Smart Press-ის ცნობით, რესტორანი სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში გაიხსნება.

მედიის ცნობითვე, მისი სახელწოდება რუსულის ნაცვლად ინგლისური იქნება და Cheesefarm ერქმევა.

ინფორმაცია, რომ ფილიალი თბილისშიც იქნება, სიროვარნაიას საიტზეცაა აღნიშნული.

Smart Press-ის ცნობით, საქართველო გახდება მეექვსე ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ეს რესტორანი გაიხსნება. სიროვარნაიას ფილიალები ასევე მდებარეობს დუბაიში, ერევანში, ალმატიში, დუშანბესა და ტაშკენტში.

სირნოვარნაია არკადი ნოვიკოვის ბიზნესია. ნოვიკოვი რუსეთში საკუთარი წარმოების ყველის კოლექციითაა ცნობილი.

როგორც Smart Press წერს, საქართველოში ფილიალის გახსნაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყეს.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი თარიღი, თუ როდის გაიხსნება რესტორანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img