ისრაელ კაცი – დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება

Published:

დასავლეთ სანაპიროზე გუშინ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას შესაბამისი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა შემთხვევის ადგილზე ვიზიტისას განაცხადა.

„ეს უღირსი, სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმა, რომელიც გუშინ აქ მოხდა, რეალურად ომის აქტს წარმოადგენს და მას შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ცნობისთვის, გუშინ დასავლეთ სანაპიროზე, სოფელ ალ-ფუნდუქთან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუპა და 8 დაშავდა. დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img