ილონ მასკი ჯასტინ ტრუდოს მიმართავს – გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი

Published:

გოგონი, შენ აღარ ხარ კანადის გუბერნატორი, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვი, – ასე მიმართა ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, კანადის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს.

რამდენიმე საათის წინ ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ მცირე შანსიც არ არსებობს, კანადა აშშ-ის ნაწილი გახდეს. ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ აშშ და კანადა სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში ერთმანეთის პარტნიორები არიან.

მანამდე დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად შეერთება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img