აშშ „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინისთვის იარაღის ახალ პაკეტს გამოაცხადებს

Published:

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი „რამშტაინის“ ფორმატში მორიგ შეხვედრას დღეს გამართავს და მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე 25-ე შეხვედრას გამართავენ.

„ჩვენ ჯგუფის მუშაობის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მომავალი ადმინისტრაცია სრულიად მიესალმება აიღოს პასუხისმგებლობა და განაგრძოს 50 ქვეყნისგან შემდგარი ძლიერი ჯგუფის გაძღოლა“, – განაცხადა Reuters-თან საუბარში აშშ-ის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც, დაახლოებით, 50 მოკავშირისგან შედგება 2022 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის მიერ შეიქმნა. ჯგუფის მიზანია ერთად იმოქმედონ და დააჩქარონ კიევისთვის იარაღის მიწოდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img