დღეს გლოვის დღეა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო შენობაზე, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, ასევე – ყველა სამხედრო ქვედანაყოფში.
5 იანვარს, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ დღეს დაკრძალავენ.